დაბრუნების პოლიტიკა

ზოგადი პირობები

წინამდებარე „ნივთის უკან დაბრუნების პირობები“ აწესრიგებს შპს „---------“-ში (ს/ნ ------------; რეგისტრაციის მისამართი: -----------------------; შემდგომში „კომპანია“;) შეძენელი ნივთის/საქონლის/პროდუქტის უკან დაბრუნების პირობებს ფიზიკური პირებისათვის, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

წინამდებარე ნივთის უკან დაბრუნების პირობები არ ვრცელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ ნივთის 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში დაბრუნების უფლებით.

ნივთის უკან დაბრუნების პირობები

თითოეული მომხმარებელი, საქონლის/ნივთის/პროდუქციის შეძენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, უფლებამოსილია კომპანიას დაუბრუნოს ონლაინ (დისტანციურად) შეძენელი ტექნიკა/ნივთი ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე.

ზემოაღნიშნული 14 დღიანი ვადა აითვლება შემდეგნაირად:
ა) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

1. შპს „---------“-ში შეძენილი პროდუქციის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) კომპანიის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) შეკვეთის თარიღი;
გ) მომხმარებლის სახელი;
დ) მომხმარებლის მისამართი;
ე) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
ვ) ფორმის შევსების თარიღი.

მომხმარებელი ვალდებულია ამ მუხლით განსაზღვრული სპეციალური შევსებული ფორმა გადააგზავნოს შპს „---------“-ის კუთვნილ ელექტრონულ მისამართზე: ---------------, ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში, ან შეავსოს ვებ-გვერდზე მომხმარებლის გვერდის საშუალებით და გამოიგზავნოს ავტომატურად. ამასთან, თითოეული მომხმარებელი უფლებამოსილია ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარადგინოს კომპანიის ნებისმიერი სერვის ცენტრში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში. ელექტრონულად ჩაბარების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულებას იღებს აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს დაუყოვნებლივ.

2. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შევსებული სპეციალური ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ (ამ დოკუმენტის პირველი მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად). ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

3. მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ნივთი, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს ამ დოკუმენტში განსაზღვრულ ერთ-ერთ სერვის ცენტრში, მისთვის მოსახერხებელ მისამართზე, სერვის ცენტრების სამუშაო საათების გათვალისწინებით.

4. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც გადაწყვეტს ნივთის უკან დაბრუნებას მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის დაცვით, ვალდებულია ნივთის დაბრუნება უზრუნველყოს კომპანიის ერთ-ერთ სერვის ცენტრში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში (სამუშაო საათები). კომპანია ვალდებული არ არის მიიღოს არასამუშაო საათებში მიწოდებული/დაბრუნებული საქონელი. ასეთ შემთხვევაში, ნივთის ტრანსპორტირების ხარჯი, დაზიანების ან განადგურების რისკი სრულად ეკისრება მომხმარებელს.

5. კომპანია ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. ამასთან, კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან.

6. მომხმარებლის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

7. ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება ნივთის კომპანიისათვის (შესაბამისი სერვის ცენტრისათვის) დაბრუნებისთანავე იმ სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, რომელსაც უბრუნდება ასეთი ნივთი.

8. ნივთის დაბრუნების პუნქტანდე (შესაბამის სერვის ცენტრამდე) ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად აანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პირდაპირ (უშუალო) ხარჯს.

9. თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და კომპანიას შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.

10. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური (ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს კომპანიის მიერ გაცემული კომერციული საგარანტიო პირობებით.

11. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, ყურსასმენი, დამტენი, კაბელები და სხვ.), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ამასთან, მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.

12. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით 30 ლარს არ აღემატება.

13. მომხმარებლის მიერ ონლაინ (დისტანციურ) ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ნივთები, რომლებიც დაბრუნებას არ ექვემდებარება:

• ნივთი, დამზადებული მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მომხმარებლის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
• გააქტიურებული ოპერაციული სისტემები.
• საქონელი, რომლის მიწოდების შემდეგ მოვაჭრის მიერ განხორციელდა მონტაჟი/მომსახურება. მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
• დამატებითი მომსახურება, რომელიც განხორციელდა მიწოდების შემდეგ (მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია).
• ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები.
• მომხმარებლის ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური ან ტექნიკური წუნი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.
• ნივთი, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რომ მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა.
• მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
• მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო (ყურსასმენი, წვერსაპარსი, ეპილატორი, ტრიმერი, თმის საკრეჭი).
• მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
• მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.

მომხმარებელთა საყურადღებოდ

ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების/მიღების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ ჩაიბარეთ თქვენ მიერ შემოწმებული, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი.

დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო.

ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი კომპანიის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქციაზე კომპანიის საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის კომპანიისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.